суббота, 17 июня 2017 г.

მეცხრე დღე 

დავასრულეთ  გეგმის შევსება,გავეცანით ერთმანეთის  გეგმებს და მივეცით  რჩევები,  კიდევ  ერთხელ  გადავხედეთ  და  გავიხსენეთ სასწავლო  პროექტის შექმნის ეტაპები. მოვისმინე თითოეული ჩვენგანის  მიერ  მომზადებული  პრეზენტაცია  სასწავლო პროექტისა. საინტერესო  და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ტრენინგი.  მადლობა  ჩვენს ტრენერს,  ქალბატონ მანანას, მოთმინებისათვის, თანადგომისთვის.

пятница, 16 июня 2017 г.

 დღე  მერვე. დავასრულეთ პროექტის გეგმები.  ვისწავლეთ მეშვიდე მოდულის ფასილიტაცია. მოსწავლეტა ფასილიტაციის მიზნით შევქმენით  ონლაინ რეჟიმში

воскресенье, 11 июня 2017 г.

  დღე მეშვიდე
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგში.  გავეცანით გარნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის პრეზენტაციას.
შევავსეთ დიფერენცირების კითხვარი .  ბლოგში შევქმენით გვედები და დავამატეთ გადჯეტები.

суббота, 10 июня 2017 г.

დღე მეექვე

შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკები, მიზნების შესაბამისად,მე-5 მოდულში გავეცანით სასწავლო გეგმის ჩეკ-ლისტს რომლების დაგვეხმარება პროცედურების დასაწერად.

суббота, 3 июня 2017 г.

დღე მეხუთე


დღეს ტრენინგზე გავეცანი რამდენად მნიშვლელოვანია  საავტორო უფლებების დაცვა.  დავდექით მოსწავლის როლში  და შევქმენით პრეზენტაცია  (Power  point), გამოვიყენეთ  გაკვეთილის პრობლემები, შევქმენით დიაგრამა, დავასახელეთ ფაქტები, დავწერეთ პრეექტის  დავსკვანა

воскресенье, 14 мая 2017 г.

დღე მეოთხე
ვისწავლეთ შეფასების რუბრიკები. პროექტისთვის ავარჩიეთ შეფასების ფორმები.   ვიმუშავეთ ვიცი გავიგე მინდა ვიცოდე დიაგრამე. დავგეგმეთ აქტივობები. დეტალურად დავწერეთ სამოქმედო გეგმა. გამოვიყენეთ აქტიურად Viewer და google document. ერთმანეთს ვაჩვენეთ საკუთარი ნამუშევრები ვისწავლეთ როგორ დავწეროთ  ბლოგში ერთმანეთს კომენტარები. 

суббота, 13 мая 2017 г.

დღე მესამე

დღეს ვიმუშავეთ  viever--ის  მეორე მოდულში.  შევედით ncp.ge-ზე  ვიპოვეთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სტანდარტები,  რომელიც იყო გათვალისწინებული პროექტის მიზნიბი.  ავირჩიეთ შესაბამისი სტანდარტი  და დავწერეთ მიზანი. გავარჩიეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  საკითხები.

მეცხრე დღე  დავასრულეთ  გეგმის შევსება,გავეცანით ერთმანეთის  გეგმებს და მივეცით  რჩევები,  კიდევ  ერთხელ  გადავხედეთ  და  გავიხსენეთ სასწ...